კონფერენცია ანტიბიოტიკების არამიზნობრივ გამოყენებაზე

18:50, 29.05.2025

სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე, სახელწოდებით – „ანტიბიოტიკორეზისტენტობა – მომავალი პრობლემების პირისპირ“ გაიმართა. ორგანიზატორების განმარტებით, ანტიმიკრობული რეზისტენტობა მსოფლიოს ერთ-ერთი მზარდი საფრთხეა. მათივე თქმით, ანტიბიოტიკების არარაციონალურმა და არამიზნობრივად გამოყენებამ, ანტიბიოტორეზისტენტული შტამების რაოდენობა გაზარდა, რაც საფუძველს იძლევა, რომ ახლო მომავალში არსებული ანტიბიოტიკები არაეფექტიანი გახდება და გაიზრდება ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული გართულებების რისკი.

კონფერენციის ფარგლებში, ორგანიზატორებმა და მოწვეულმა სპიკერებმა ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს, დამსწრე საზოგადოებას არსებული მდგომარეობა გააცნეს, ისაუბრეს რაციონალური ანტიბიოტიკო თერაპიის უპირატესობაზე და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს არამიზნობრივი ანტიბიოტიკოთერაპია კლინიკურ გამოსავალზე.

მსგავსი