კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ტელეკომ ოპერატორებს შეხვდა

12:28, 20.04.2026

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს შეხვდა და ბაზარზე არსებული გარემო განიხილა. იმსჯელეს გამოწვევებზე, რომლებიც კომპანიებს საქმიანობის პროცესში აქვთ, მათ შორის, ინფრასტრუქტურის გამოყენებისა და დაშვების, მომსახურების ფასების, ურთიერთჩართვის წერტილების, გლობალური ინტერნეტისა და მომსახურების სიჩქარეებისა, თუ ხარისხის მიმართულებით. კომისიის თავმჯდომარემ რეგიონულ კომპანიებს კომისიის ხედვა გააცნო სხვადასხვა მიმართულებით.

მსგავსი