კლუბ „ბასიანთან“ დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა

კლუბ „ბასიანთან“ დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულებს ოპერაცია ჩაუტარდათ და ამჟამად დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. პაციენტებს ჭრილობები ზურგისა და ქვედა კიდურების არეში ჰქონდათ მიყენებული. რაც შეეხება მესამე დაშავებულს, მან კლინიკა გუშინ დატოვა.

დატოვე კომენტარი