კიბოს სკრინინგის პროგრამა 

21:25, 28.03.2026

ადრეული დიაგნოსტიკა განკურნების შანსს ზრდის – რეგულარული გამოკვლევები საშუალებას იძლევა, ადრეულ სტადიაზე განისაზღვროს დაავადება და დაისვას დიაგნოზი. სწორედ ამიტომ, წლებია, საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამა მოქმედებს, რომლის მიზანია, შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე აღმოაჩინოს.

პროგრამა დედაქალაქის გარდა, სხვა ქალაქებშიცაა ხელმისაწვდომი, გარდა ამისა ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებში სკრინინგის კამპანიას რეგულარულად ატარებს. კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივებს სხვადასხვა გამოკვლევა უფასოდ უტარდებათ, მათ შორის მნიშვნელოვანია ტესტირება ინფექციურ დაავადებებზეც. სკრინინგის პროგრამა და მოქალაქეების ინფორმირებულობა ხელს უწყობს დაავადებების განვითარების მკვეთრ შემცირებას, ადრეული გამოვლენა კი მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

მსგავსი