კიბოს მსოფლიო დღე
მსოფლიოში კიბოს დღე აღინიშნება – თარიღთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ღონისძიება გაიმართა. ისაუბრეს ონკოპაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე. აქცენტი გაკეთდა სკრინინგის აუცილებლობასა და მის ხელმისაწვდომობაზე. ყურადღება გამახვილდა იმ ცვლილებებზეც, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა, ითქვა, რომ გაიზარდა ქიმიოთერაპიის სერვისების მოცულობა, კლინიკები იღებენ მეტ დაფინანსებას, ხოლო გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტებს პაციენტები იმავე კლინიკაში იღებენ, სადაც პროცედურა ტარდება.
ასევე ისაუბრეს იმ სახელმწიფო პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის წამყვან კლინიკებში ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა სრულად ფინანსდება.