ხორბლის ფასი გლობალურ ბაზრებზე

 პანდემიის კიდევ ერთი ეფექტი – საქართველოში პურის ფქვილი გაძვირდა. მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ღირებულების ზრდისა და ექსპორტიორი ქვეყნების მხრიდან პროდუქციის ლიმიტირებული დოზებით გაყიდვის ფონზე, ერთი ტომარა ფქვილის ფასმა საშუალოდ ათი ლარით მოიმატა. ახლა საინტერესოა, აისახება თუ არა ფქვილის გაძვირება პურის ფასზეც.

სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამიდან გამომდინარე, ქარხნული წარმოების პურის ფასი დიდი ალბათობით შენარჩუნდება. სხვა სახეობის პურის ფასმა კი უკვე მოიმატა.