ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმართ შენიშვნები აქვს. უკმაყოფილება და პრეტენზიები ფინანსური ფაქტორის გამო სამედიცინო სერვისებზე ნაკლებ ხელმისაწვდომობას უკავშირდება. ორგანიზაცია ბოლო დასკვნაში წერს, რომ სახელმწიფო პროგრამების მიუხედავად, მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჯიბიდან მაინც საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევთ. პრობლემის მიზეზს ჯანმო პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობაში და ოჯახის ექიმის ინსტიტუტისადმი ნდობის ნაკლებობაში ხედავს.

ორგანიზაციის მოწოდებაა, რომ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა გაფართოვდეს, ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხა გამოიყოს და ჰოსპიტალურ სექტორთან ერთად, პირველადი ჯანდაცვაც სრულად მოიცვას. დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წამლების საკმაოდ მაღალი ფასია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელისუფლებას ფარმაცევტული ბაზრის მეტი კონტროლისკენ და სფეროს რეგულირებისკენ მოუწოდებს.

დატოვე კომენტარი