ხელით ნაქარგი „გარდამოხსნა“
„გარდამოხსნა“, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრისთვის უკვე მეხუთე წელია იქარგება და სამების ლავრის ნატიფი ხელოვნების სკოლის 15 მოსწავლის მიერ გუნდურად, პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იქმნება. 2020 წლიდან მოყოლებული, მქარგველები დატვირთულ კომპოზიციას ცალ-ცალკე ფიგურებად ქმნიან, რომელიც შემდგომ საერთო ქსოვილზე აეწყობა.
მეთხუთმეტე საუკუნეში შექმნილი „გარდამოხსნის“ მიხედვით შესასრულებელ სამუშაოს ოსტატები დიდი მონდომებით ეკიდებიან და ცდილობენ, ორიგინალთან მაქსიმალურად დაახლოებისთვის ანალოგიური მასალები გამოიყენონ. ხუთი წლის წინ ქარგვის დაწყებისთანავე ცალკეული დეტალები პატრიარქს თავად განუსაზღვრავს, „გარდამოხსნის“ შექმნის იდეა კი სამების ლავრის ნატიფი ხელოვნების სკოლის ყველაზე პატარა მოსწავლეს ეკუთვნის.
გვანცა ცისკაძისა და გიორგი კიკვაძის რეპორტაჟი.