ხატია დეკანოიძის ბრიფინგი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პანდემიასთან დაკავშირებით, საკუთარ ხედვას აქვეყნებს. ხატია დეკანოიძის განცხადებით, ვითარება საგანგაშოა და აუცილებელია, ეპიდემიოლოგებმა დეტალური პროგნოზი და სამოქმედო გეგმა წარმოადგინონ.

მისი თქმით, მედიცინის მუშაკთა დეფიციტის შესამსუბუქებლად, სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადება უნდა მოხდეს. პარტიის ხედვის მიხედვით, ვაქცინაციის წასახალისებლად ვაქცინირებული პირებისთვის საგადასახადო მიმართულებით მთელი რიგი შეღავათები უნდა დაწესდეს, ასევე სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერებს ვაქცინაციის შემდეგ დამატებითი დახმარება უნდა მიეცეთ.