ხალხური სიმღერის გაკვეთილები - ანსამბლ „ბინულის“ გაკვეთილი და ზემოიმერული სიმღერა „კესარია“

#აყევიპირველს

კესარია – ზემოიმერული, სატრფიალო-სახუმარო

თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებული ანსამბლი „ბინული“

ხელმძღვანელი – პაატა მელაძე

სოლისტები: მარიამ ინჯგია და ლაშა ბუგიანიშვილი

კ ე ს ა რ ი ა – სიმღერის ტექსტი
ჩემისთანა დაჩაგრული, თურმე ქე ხართ, ბეჩა, ყველა, საყვარელმა მიღალატა, დამაქცია, დამანელა. საყვარელმა მირალატა, დამაქცია, დამანელა.

სანამდისი მქონდა რამე, მციცქნა, მციცქნა ნელა–ნელა, მერე ქე ამიპანღურა, დამაქცია, დამანელა. მერე ქე ამიპანღურა, დამაქცია, დამანელა.

ერთ საათსაც არ ვიცოცხლებ, რომ არ მყავდეს კესარია, ჩემი აქანა დამბორკი და მალამოც ისარია. ჩემი აქანა დამბორკი და მალამოც ისარია.

ჩემო ჩაფუნთრუშებულო, ჩემო გულის კვარახჭინა, ნეტავ შენი უნახავი ამდენ ხანს რამ დმარჩინა. ნეტავ შენი უნახავი ამდენ ხანს რამ დმარჩინა.

ხალხური სიმღერის გაკვეთილები