კათოლიკური ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს

დღეს, კათოლიკური ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში, ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.

ღვთისმსახურება ეპისკოპოსმა ჯუზეპემ აღავლინა და შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა. საზეიმო წირვას ვატიკანის ელჩი საქართველოში და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ესწრებოდნენ.

გიგი უგულავამ კათოლიკეებს დღესასწაული მიულოცა.