კატასტროფების რისკის ქვეშ მყოფ რეგიონებში ახალი პროექტი ამოქმედდება

კატასტროფების რისკის ქვეშ მყოფ რეგიონებში, დაუცველი თემების დახმარების მიზნით, ახალი პროექტი ამოქმედდება. პროექტი საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის გამოწვევებს ეხება და სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თემების მდგომარეობის გაძლიერებას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები და თანამშრომლები ტრენინგებს გაივლიან. გადამზადება მოხდება ეპიდემიური კონტროლის წყლის ჰიგიენის, მასობრივი უბედურების შემთხვევებზე რეაგირებისა და პირველადი დახმარების მიმართულებით.