კატარის ეკონომიკური ფორუმი

12:25, 23.05.2025

 კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა „ევრონიუსის“ შეკითხვებს უპასუხა. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა.

დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ ინტეგრაციის დღის წესრიგს გულისხმობს. ამ დღის წესრიგის განხორციელებას კი ემსახურება ყველა ინსტიტუცია.

მსგავსი