„კარგი მოსავალი“ - ევროკავშირის კამპანია საქართველოში 

თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის სფეროში. ევროკავშირის ინიციატივით, 2013 წლიდან დაწყებული პროექტი აქტიურ ფაზაშია შესული. პროგრამა ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავებაში და, შესაბამისად, წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსავლის გაზრდაში ეხმარება.

საუბარია ალტერნატიულ და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებულ მეთოდებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგში ტრადიციულ მიდგომებს ანაცვლებს.