კამპანია - დარჩი სახლში!

კოვიდ 19“-ის შესაჩერებლად საქართველოში შეზღუდვები მკაცრდება. უახლოეს პერიოდში ინფიცირების შემთხვევების მატება დაანონსებულია. პირველ რიგში, რისკჯგუფებს კარანტინში ან იზოლაციაში მყოფი ის მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებიც მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან არიან დაბრუნებულები.

ცალკე გამოწვევაა იზოლაციის წესების დარღვევა, რაც ე.წ. მეოთხეული გადაცემის საფრთხეს მნიშვნელოვნად ზრდის. ამიტომ, შექმნილ ვითარებაში, მთავარი მოწოდება სახლებში დარჩენაა. სახელმწიფო და კერძო კომპანიებს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე კიდევ უფრო მეტი თანამშრომლის გადაყვანისკენ მოუწოდებენ. მოსალოდნელია ახალი შეზღუდვების ამოქმედებაც.

იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიის ასაცილებლად სოციალური დისტანცირების დაცვას, სპეციალური კამპანია დაიწყო: „თქვენ დარჩით სახლებში ჩვენთვის, ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთვის“.