კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, იზრდება ვაქცინაციის კამპანიის მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. გაერო-ს განვითარების პროგრამა (იუ-ენ-დი-ფი), დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, შვედეთთან, შვეიცარიასთან და გაერო-ს მდგრადი განვითარების ფონდთან პარტნიორობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებაში ეხმარება, იმისთვის, რომ წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60-პროცენტი აიცრას.

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილესთან და შვედეთის ელჩთან ერთად, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თბილისის კრიზისულ ცენტრს ეწვივნენ. მათ ამომწურავი პასუხი გასცეს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს და ხაზი გაუსვეს ვაქცინაციის მნიშვნელობას ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. შეხვედრას მობილური სამედიცინო ბრიგადა ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ ადგილზევე 20-მდე მოქალაქე აიცრა.