კახეთში ცხელების ოთხი ცენტრია მოწყობილი

ცხელების ოთხი ცენტრია მოწყობილი კახეთში – საგარეჯოს, ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. პერსონალს აქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ინფორმაცია გაიდლაინების შესახებ. კახეთში, „ცხელების ცენტრებში“ ამ დრომდე კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით არცერთი პაციენტი არ იმყოფება. დაწესებულებები კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა.