ჯუნიორ ნბა-ის კენჭისყრა

ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად გაშლილ საკალათბურთო მოედანზე 2021 წლის სეზონის ჯუნიორ ნბა-ის კენჭისყრა გაიმართა და მონაწილე გუნდებს NBA-ის კლუბების სახელები მიენიჭათ. ღონისძიებას ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, ვეტერანი კალათბურთელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ – მათ შორის, ესპანეთის წლის საუკეთესო კალათბურთელად აღიარებული გიორგი შერმადინი და ამერიკაში მოთამაშე გოგა ბითაძე, რომელიც კალათბურთის უმაღლეს ლიგაში განაგრძობს განვითარებას. ჯუნიორ ნბა-ის ლიგა საქართველოში ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით მეხუთედ ტარდება. ქვეყნის მასშტაბით, 2021 წლის სეზონში 77 გუნდი და 1300-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელი მონაწილეობს – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

შერმადინი და ბითაძე ჯუნიორ ნბა-ის კენჭისყრას დაესწრნენ – მეც აქ, საქართველოში, ასეთ საბავშვო ტურნირებზე გავიზარდე #1TVSPORT