ჯო ბაიდენის განცხადება

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინას 16 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის სრული ავტორიზაცია მიანიჭა.  ამ ასაკში პრეპარატის გამოყენება საგანგებო მოხმარებისთვის დეკემბრის შუა რიცხვებში დაამტკიცეს. მოგვიანებით კი, მაისში საგანგებო მოხმარებისთვის ავტორიზაცია გაფართოვდა 12 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვისაც.

აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ 170 მილიონ ადამიანს შორის, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილია 92 მილიონზე მეტი პირი. სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ „ფაიზერისთვის“ სრული ავტორიზაციის მინიჭებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.