ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვნები დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში ხუთი არასრულწლოვანია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულები ცივი იარაღით, ჯგუფურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტაქსის მძღოლს. ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად, ბრალდებულები ავტომობილის სალონში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თავდასხმისას დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე კლინიკაშია გადაყვანილი. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.