ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო

12:45, 02.09.2025
ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და წევრობაში ბრალდებული კიდევ ექვსი პირის მიმართ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

ბრალდებულთაგან ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილსა და გიორგი გორგაძეს კი ორი წლით პატიმრობა მიესაჯათ.

საქმეზე განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

მსგავსი