ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო
ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და წევრობაში ბრალდებული კიდევ ექვსი ბრალდებულის მიმართ განაჩენს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი რამდენიმე წუთში გამოაცხადებს.
სასამართლოში შეკრებილი არიან ბრალდებულთა ოჯახის წევრები და გულშემატკივრები. ისინი მოსამართლეს ობიექტური და გამამართლებელი განაჩენის გამოტანისკენ მოუწოდებენ. ადვოკატების თქმით, საქმის ცხრათვიანმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ რვა ბრალდებულიდან არცერთს არავინ არ დაუზიანებია.
გამოძიება ბრალდებულებს ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას სამართალდამცავების მიმართ ჯგუფურ ძალადობას ედავება.