პოლიციამ კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა – სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 1997 წელს დაბადებულ პირს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით, დაკავებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების პერიოდში მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, არ ემორჩილებოდა სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა.