ჯაპანა-ლანჩხუთის მაგისტრალური მონაკვეთის გახსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის, ჯაპანა-ლანჩხუთის 14-კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე დღეიდან უკვე შესაძლებელია. ახალი ოთხზოლიანი გზა, რომელიც 20-30 პროცენტით ამცირებს გადაადგილების დროს, გვერდს აუვლის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს. პრემიერის თქმით, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა მალე სრულიად ახალი მაგისტრალით იქნება შესაძლებელი.

მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი 254 მილიონ ლარით აფინანსებს. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებს, აქ სამუშაოები გრძელდება. ხოლო მე-3 მონაკვეთზე სატენდერო პროცედურებია დაწყებული. მალე ექსპლუატაციაში შევა ხაშურის შემოვლითი გზაც. წლის ბოლომდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ჯამში 70 კმ-მდე გზა გაიხსნება.

 

დატოვე კომენტარი