ჯანმოს ახალი წარმომადგენელი საქართველოში

15:20, 23.09.2026

ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორს, ჟოაო ბრედას შეხვდა. მხარეებმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაზრდასა და პაციენტის უსაფრთხოებას; ასევე გაგრძელდება მუშაობა პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და ჯანდაცვის სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე; ხაზი გაესვა ქრონიკული არაგადამდები დაავადებებისა და ონკოლოგიის საკითხებზე რეაგირების მნიშვნელობას.

ჟოაო ბრედამ საქართველოში სილვიუ დომენტე შეცვალა.

მსგავსი