ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა

ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, ე.წ. კოვიდპასპორტები ყველა დაწესებულებისთვის ეტაპობრივად სავალდებულო უნდა გახდეს.

ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით, ეკატერინე ტიკარაძე ირიბი რეგულაციების დაწესების მომხრეა. უწყების მიერ შექმნილ აპლიკაციას, სადაც მოქალაქის ვაქცინაციის სტატუსის გადამოწმებაა შესაძლებელი, სხვადასხვა ბიზნესობიექტი უკვე იყენებს.