ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება
საბავშვო ბაღებში მომხდართან დაკავშირებით, კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრები მიღებულ სერვისში თანხას არ გადაიხდიან – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება“. განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა, დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს,“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.