ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

აქციების დაშლის დროს ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავებული პაციენტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისას, არსებულ სიმპტომებს რაიმე გაუთვალისწინებელი გამოვლინება არ ჰქონია. ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს წერილობით განცხადებაში. კითხვით უწყებას საქართველოს პირველმა არხმა მიმართა. არხი დაინტერესდა, გაზის რა სახეობები იყო გამოყენებული დემონსტრაციების დაშლისას და რა სახის ინტოქსიკაცია ან გართულებები დაფიქსირდა.

ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლში მოცემულია პოლიციის მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების ჩამონათვალი, მათ შორის ცრემლსადენი გაზი და წიწაკის გაზი. ისინი, როგორც წესი, იწვევს თვალების წვის შეგრძნებას, ცრემლდენას, ასევე შესაძლოა, გამოიწვიოს ზემო სასუნთქი გზების გაღიზიანება, სუნთქვის გაძნელება, ალერგიული რეაქცია, ღებინება, რაც, სამედიცინო თვალსაზრისით ბუნებრივია ამ საშუალებებით ინტოქსიკაციისას“ – ვკითხულობთ საპასუხო განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე განცხადება მინისტრმა გააკეთა, სადაც განმარტა, რომ არავის აქვს რაიმე საბუთი, რომლის მიხედვითაც, შსს-ს წარმომადგენლები აქციების დროს არასტანდარტულ საშუალებებს იყენებდნენ.