ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება

კლინიკებს, სადაც დიალიზის პროცედურები ტარდება, სახელმწიფომ დაფინანსება გაუზარდა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პაციენტების მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. ამ და სხვა საკითხებზე ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს ესაუბრა.
შეხვედრაზე დიალიზის სერვისის სატარიფო პოლიტიკა, ხარისხის კონტროლი და ჰემოდიალიზის პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს.