ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასება

საქართველომ უკიდურესად კარგი სამუშაო შეასრულა ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა კეტრინ სმოლვუდმა განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტმა ტურიზმის განახლებისთვის საჭირო უსაფრთხოების ზომების დაცვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, სასტუმროებმა უსაფრთხოების ნორმების შესრულება უზრუნველყონ.