ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება. მისი თქმით, მსოფლიო ჯერ კიდევ იმ ფაზაშია, როდესაც დაავადების გავრცელების შეკავება შესაძლებელია, თუმცა მისი თქმით, „შესაძლებლობის ფანჯარა სულ უფრო ვიწროვდება“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, თუ საერთაშორისო საზოგადოება სწრაფ მობილიზებას ვერ შეძლებს, დაავადება ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება გავრცელდეს. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ იტალიაში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს უკვე 2 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 77 ათასზე მეტი კი დაინფიცირდა. ამას გარდა, დაავადების 1 150 და გარდაცვალების ათზე მეტი შემთხვევა მსოფლიოს 27 ქვეყანაში გამოვლინდა.