ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია. ორგანიზაციის წინასწარი შეფასებით, ირკუტსკში გავრცელების რისკი საშუალოზე დაბალია, რუსეთში დაბალი, ევროპაში კი ძალიან დაბალი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯანმო ყურადღებით აკვირდება რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ცნობებს. მისივე თქმით, რისკების თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია ინფორმაციის დროული, სრული და გამჭვირვალე გაზიარება. ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია კონტაქტს ინარჩუნებს რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან და მზად არის, მათ ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს.