ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ვიზიტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, დელეგაციასთან და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, დღეს ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში, „ჰოლიდეი ინშიც“ იმყოფებოდა. კლუგე გაეცნო, როგორ ხდება პაციენტების მართვა კოვიდსასტუმროების დონეზე. ის ჯანდაცვის ამ რგოლს ინოვაციურ მეთოდს უწოდებს და დადებითად აფასებს, რომ საქართველომ მისი დანერგვა შეძლო. კლუგეს განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლის მოგება მხოლოდ კლინიკების დონეზე ვერ მოხდება და მნიშვნელოვანია კოვიდსასტუმროების არსებობა. კლუგე დღესვე 112-ს ეწვია და პირადად გაეცნო მისი მუშაობის სპეციფიკას.