ჯანდაცვის მინისტრი რეგიონებში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს ეცნობა. შეხვედრა მედპერსონალთან დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში გაიმართა. ისაუბრეს საჭიროებებსა და გეგმებზე. აღინიშნა, რომ რეგიონის მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიზნით კლინიკაში დამატებითი სერვისების ამოქმედება იგეგმება.