ჯანდაცვის მინისტრის მიმართვა ექიმებსა და აფთიაქებს

მოწოდება ექიმებსა და აფთიაქებს – ნებისმიერ გადაცდენას ექნება შესაბამისი რეაგირება. საუბარია ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე და ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესზე. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის მიმართულებით, მხოლოდ იმპორტიორები არ არიან საკითხთან დაკავშირებულ პირთა წრეში. არიან ექიმები და აფთიაქები, რომლებიც ფრთხილად უნდა იყვნენ  ბოროტმოქმედებასთან.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, თუმცა არაა გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლებრივ დევნასაც. საქმე ეხება ფსიქოტროპულ ნივთიერებასა და ნარკოტიკული საშუალებების იმპორტის სფეროში კომერციული ინტერესის მაქსიმალურად შეზღუდვას. მინისტრმა რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლენილ მანკიერებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიქსირდებოდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაცია, ასევე ნარკოტიკული საშუალებების გატანის მცდელობები.