ჯანდაცვის მინისტრის მილოცვა

12:17, 03.01.2025

ჯანდაცვის მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ახალი წელი მიულოცა. ის მცირე საოჯახო ტიპის სახლში იმყოფებოდა, რომელიც სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე, ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული და უზრუნველყოფს როგორც 24-საათიან ზრუნვას, ისე საექთნო მომსახურებასა და ფსიქოსოციალურ დახმარებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში გაიხსნა.

მსგავსი