ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე არ იქნება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ხელისუფლება მოსახლეობას საეჭვო ვაქცინას არ შესთავაზებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საუბრისას, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მინისტრი მოსახლეობას გრიპის ვაქცინის გაკეთებისკენაც მოუწოდებს, ვინაიდან შემოდგომა-ზამთარში სხვა ტიპის ვირუსებიც ვრცელდება და ძალიან მნიშვნელოვანია, ორი ვირუსის თანხვედრა არ მოხდეს. მინისტრი „ენდიაის კვლევასაც“ გამოეხმაურა. მისი თქმით, კვლევის შედეგები სამედიცინო სფეროსთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

თავისუფალი ხედვა