„თანამედროვე მიღწევები მსოფლიო ჯანდაცვაში“ – ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთში მიმდინარე ამ შინაარსის კონგრესში მიიღო მონაწილეობა. მთავარი მიზანი მედიცინაში თანამედროვე მიდგომების გაზიარება და ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობაა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს ქვეყნის ჩართულობას გლობალურ დისკუსიებში და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებას.