ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო სოციალურ სამიტზე

12:22, 05.11.2025

მსოფლიოს სოციალურ სამიტზე საქართველოს ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. შეხვედრა დოჰაში იმართება და საქართველოს დელეგაციას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ხელმძღვანელობს. მრგვალი მაგიდის ფორმატში მან სიღარიბის შემცირებაზე და შრომის ბაზრის გაძლიერებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ სოციალური პოლიტიკა მიზნად ისახავს ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულთა და დაბალ შემოსავლიანი ოჯახების მხარდაჭერას.

მსგავსი