ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა. მიხეილ სარჯველაძე ბენეფიციარების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს გაეცნო და განაცხადა, რომ ხანდაზმულებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. მინისტრთან ერთად, ხანდაზმულთა პანსიონატში, მისი მოადგილე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი იმყოფებოდნენ.