ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმე

საუდის არაბეთმა აღიარა, რომ ჯამალ ხაშოგი მკვდარია. ახლო აღმოსავლეთის სამეფოს სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებული განცხადების თანახმად, ჟურნალისტი სტამბოლში, საკონსულოში ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა. ერ-რიადის აღიარებას საქმეში აქტიურად ჩართული მსოფლიო ლიდერები არაერთგვაროვნად ეხმაურებიან.

ნაწილი საუდის არაბეთის განცხადებას სარწმუნოს უწოდებს, ნაწილი კი გაცილებით მეტ ფაქტს ითხოვს. საუდის არაბეთის მხრიდან არაობიექტური გამოძიების რისკის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციები დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების ინიციატივით გამოდიან.