ივერის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე

15:05, 14.04.2026

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, სადღესასწაულო წირვა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა.

ივერის ღვთისმშობლის ხატის ასლი ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაშია დაცული, ასეთი ასლი სრულიად კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით ათონის მთაზე წმინდა ბერებმა საქართველოსთვისაც შექმნეს და ის სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული.

მსგავსი