იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. რომი-თბილისის რეისით სამშობლოში 183 მოქალაქე დაბრუნდა. მათ სამედიცინო შემოწმება აეროპორტშივე გაიარეს, რომლის შემდეგაც, სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით, საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. საკოორდინაციო საბჭომ დამატებით ახალი მიმართულებებიც განსაზღვრა.