იტალიაში საქართველოს საელჩოს განცხადება

12:07, 24.02.2020

კორონავირუსის და შექმნილი მდგომარეობის გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ თანამოქალაქეებს მოუწოდებს, იტალიის მთავრობის მიერ, ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები გაითვალისწინონ და განსაკუთრებული საჭიროების გარდა, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში გადაადგილებისგან. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

მსგავსი