იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სამკურნალო პროგრამები
იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტები უფასო კვლევებით სარგებლობას შეძლებენ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი პროგრამა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. საუბარია სამ დაავადებაზე – დიუშენის კუნთოვან დისტროფიაზე, ბეკერის კუნთოვან დისტროფიასა და სპინალურ კუნთოვან ატროფიაზე. ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები ამოქმედდება.
ბენეფიციარები ისარგებლებენ ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნუტრიციოლოგის, ორთოპედის კონსულტაციით, ასევე სხვადასხვა კვლევით. შეხვედრა გაიმართა იმ კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებსაც პროგრამაში ჩართვა სურთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები კვირაზე მეტია, მთავრობის ადმინისტრაციასთან, თანამედროვე მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნით აქციას მართავენ.