იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე
იშვიათი დაავადებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია ევროპის კონტინენტზე დაიწყო, თუმცა კამპანიამ მსოფლიო მოიცვა და იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად თებერვლის ბოლო დღეს აღინიშნება. ამ კატეგორიის დაავადებას განეკუთვნება მძიმე, ხშირად სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, რომელთა რაოდენობაც მოსახლეობაში იმდენად დაბალია, რომ მათთან ბრძოლა სპეციალურ, ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.
ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი დაავადება, რომელიც ათი ათას მოსახლეზე ხუთ შემთხვევაში გვხვდება, იშვიათ დაავადებად ითვლება, მათი 80 % გენეტიკურია და ასეთ პაციენტთა 50% ბავშვია. სახელმწიფო რეგულაციებით დამტკიცებულია ამგვარ დაავადებათა ჩამონათვალი, რაც ხელს უწყობს პაციენტთა მხარდაჭერას, თუმცა საქართველოში იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს დიაგნოსტიკა და ძვირადღირებული მკურნალობა.