ირანის წინადადება ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით

12:14, 26.09.2026

ირანმა წარადგინა წინადადება ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების შესახებ შვიდ დღეში, იმ პირობით, თუ: შეერთებული შტატები მოხსნის საზღვაო ბლოკადას, გააუქმებს ირანული ნავთობის გაყიდვაზე დაწესებულ სანქციებსა და დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რომელიც ლიბანსაც მოიცავს.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იუწყება, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ეს წინადადება 24 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ დახურულ შეხვედრაზე დეტალურად წარადგინა. დასავლური მედიის შეფასებით, ეს წინადადება ძალიან ჰგავს ივნისში მიღწეულ, ე.წ. ურთიერთგაგების მემორანდუმს, თუმცა, დაჩქარებული ვადებით. ამასთან, ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკამ უნდა აჩვენოს, რომ ირანში ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლას არ ცდილობს.

მსგავსი