ირაკლი კობახიძის განცხადება 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ეხმაურება. მივესალმებით ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, როგორც მშვიდობისკენ მიმავალ იმედისმომცემ საეტაპო მოვლენას – „პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა ამ შეთანხმების მიღწევაში. მძევლების მყისიერი გათავისუფლება საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, – წერს ირაკლი კობახიძე.