ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ეკონომიკურ ფორუმზე

საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რუსეთ-უკრაინის ომი, მისი გავლენები და მშვიდობისთვის გადასადგმელი ნაბიჯები, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა აქცენტი გააკეთა 2008 წლის ომზე.

„ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი. მისივე თქმით, ეს ყველას საერთო პრობლემაა, თუმცა საკმარისი ძალისხმევა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, არ არის.