ინტერვიუ ლევან დავითაშვილთან

ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ფასების კლებას პროგნოზირებს. ლევან დავითაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი არხის ეთერში ისაუბრა. გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ მან თქვა, რომ თვის ბოლომდე საწვავი დაახლობით 40 თეთრით უნდა გაიაფდეს, ასევე შემცირდება სამომხმარებლო პროდუქციის ფასები.

ლევან დავითაშვილის ცნობით, სამინისტროს მჭიდრო კოორდინაცია ჰქონდა კონკურენციის სააგენტოსთან, ფასთა სხვაობის საკითხზე მიმდინარე მოკვლევასთან დაკავშირებით.

როგორია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, შესაძლებლობები და გამოწვევები – ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი #თავისუფალიხედვა #LIVE

თავისუფალი ხედვა